საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

წესები

2013 წლის მონახაზი
(მწვანედ = პირველი ვერსიის გამოქვეყნების შემდგომი სიახლეები)

 

 

0. არსი

0.0  ლელო ქართული ეროვნული ბურთაობაა.

0.1  მასში ორი გუნდი მონაწილეობს.

0.2  თამაშის მიზანია მეტოქის ლელოში ბურთის ნებისმიერი ხერხით გატანა,

0.2.1  ოღონდაც ამ წესების დაცვით.

0.3  ანგარიში ლელოებად ითვლება, ანუ ლელოს გატანა ერთ ქულად ფასობს.

0.4  მატჩის გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც მეტი ლელო გაიტანა;

0.4.1  თუ ანგარიში თანაბარია, მაშინ ფრეა.

 

1. მოედანი

1.0  მოედანი რაგბის ან ფეხბურთისაა.

1.1  ცენტრი მონიშნულია ჯვრით.

1.2  ლელოს ხაზებად ითვლება რაგბის ან ფეხბურთის კარის ხაზები.

1.3  ამათ ბოლოებში დასობილია კუთხის (ალმიანი) სარები = სულ ოთხი.
 

ლელოს
ხაზი   >>

ლელოს
<<   ხაზი  

 

2. ბურთი

2.0  ბურთი მომრგვალოა და მძიმე,

2.0.1  რამით ამოვსებული და არა - ჰაერით გაბერილი.

2.1  წონა

2.1.1  კაცები

თამაშობენ

5

კილოიანი ბურთით.

2.1.2  ჭაბუკები

(18 წლამდე)

4

2.1.3  ბავშვები

(14 წლამდე)

3

2.2  ბურთი სასურველია წითელი იყოს.  >> თვით-ნაკეთი ბურთის რეცეპტი

2.3  ივარგებს მსგავსი წონის მედიცინ-ბოლიც.

2.4  თამაშის შეუფერხებლივ გასამართად საჭიროა ორი ბურთი.  >> მიმტანი

 

3. გუნდი

3.0  თამაშის დროს მოედანზე გუნდის (არაუმეტეს) 12 წევრია.

3.1  მარქაფა (სათადარიგოები) მოედნის იმ მხარეს ზის, სადაც (შეცვლათა) გუშაგი დგას.

3.2  შეცვლათა რაოდენობა შეუზღუდავია.  >> შეცვლა

 

4. დრო

4.0  მატჩი 12-წუთა ტაიმებისგან შედგება.

4.1  გრძელი შესვენება 12, საშუალო 6, მოკლე კი 3-წუთაა.

4.2  პაუზებზე (ტრავმა, გარეშეთა ჩარევა ...) საათი ჩერდება.

4.3  ტაიმთა რაოდენობა და შესვენებები ლელოს სახეობაზეა დამოკიდებული.

 

5. სახეობანი

5.0  პირობებისა და მიზნების შესაბამისად, ეწყობა სხვადასხვა სახის ლელო:

5.0.1  საჩვენებელი (პრომო) = რაგბის ან ფეხბურთის მატჩის შესვენებაზე;

5.0.2  საფესტივალო = გუნდი დღეში რამდენჯერმე თამაშობს;

5.0.3  კალენდარული = ჩემპიონატის ან ტურნირის მატჩი, დღეში მაქსიმუმ თითო;

5.0.4  ზეპური = საგანგებო შემთხვევებში, ტელევიზიით გადასაცემად.

5.1  წესები ყველა სახეობისთვის ერთი და იგივეა,

5.1.0  მაგრამ განსხვავდება რეგლამენტი: დრო, შესვენება, მარქაფა და სინბინი.
 

სახეობა

მარქაფა

ტაიმი

დრო

შესვენება

სულ

სინბინი

5.1.1   საჩვენებელი

2

1

12

=

12

2

5.1.2   საფესტივალო

4

2

24

6

30

3

5.1.3   კალენდარული

6

3

36

6+6+3 @

51

6

5.1.4   ზეპური

8

4

48

6+12+6

72

6

                         @  მესამე ტაიმი 3-წუთა შესვენებით ორ, 6-წუთა ქვე-ტაიმად იყოფა.

 

6. სამოსი

6.0  ლელოს მოთამაშეს უნდა ეცვას ისევე, როგორც რაგბის ან ფეხბურთისას;

6.0.1  ოღონდაც აკრძალულია რკინის ან პლასტმასის მორჩებიანი ბუცების ჩაცმა.

6.1  მეტოქე გუნდებს განსხვავებული ფერის, გადანომრილი ფორმა უნდა ეცვათ.

 

7. მსაჯები

7.0  მატჩს ორი მსაჯი და ერთიც (შეცვლათა და დროის) გუშაგი ემსახურებიან.

7.0.1  სასურველია სამი (ბურთის) მიმტანის ყოლაც.

 

7.1  მსაჯი აღჭურვილია სასტვენით.

7.1.1  მსაჯი თამაშს სტვენით, ჟესტებით და რეპლიკებით უძღვება.  >> ჟესტები

7.2  მსაჯებს ტოლი უფლებები აქვთ.

7.3  ნებისმიერ ეპიზოდში ერთი მსაჯი ბურთთანაა და მეორე - დაცვის ზურგში.

7.4  მსაჯები ერთმანეთს ადგილს უცვლიან:

7.4.1  ლელოს გატანის შემდეგ;

7.4.2  მორიგი ტაიმის (ქვე-ტაიმის) დაწყების წინ.

7.5  თუ მსაჯებმა ერთდროულად დაუსტვინეს, განაჩენზე მყის უნდა მოითათბირონ.

 

7.6  გუშაგი აღჭურვილია დროშით, საათითა და საყვირით (კლაქსონით).

7.6.0  იგი ...

7.6.1  მსაჯებს დროშით ანიშნებს შეცვლის წესის დარღვევას.

7.6.2  არეგულირებს გასინბინებულის დაბრუნებას.

7.6.3  მოთამაშეებს საყვირით ამცნობს ტაიმის დასრულებას.

 

7.7  ორივე ლელოს უკან და ცენტრის გაყოლებაზეც, გუშაგის მხარეს, თითო მიმტანი უნდა იდგეს.

7.7.0  მეორე ბურთი ამ მიმტანს აბარია.

7.7.1  ლელოს გატანის თანავე ეს მიმტანი ბურთს ცენტრისკენ გააქცუნებს, იქ დატოვებს და უკან გამობრუნდება,

7.7.2  ლელოს უკან მდგარი მიმტანი გატანილ ბურთს კიდე-კიდე, ცენტრის გაყოლებამდე გამოაქცუნებს, იქ დატოვებს და უკან გაბრუნდება.

 

8. შეცვლა

8.0  შეცვლა ნებადართულია ნებისმიერ დროს, თვით გაგანია ბურთაობაშიც.

8.1  შემცვლელი მივა გუშაგთან და ნებართვას სთხოვს.

8.2  ჯერ შესაცვლელი უნდა გამოვიდეს და შემდეგღა შევიდეს შემცვლელი.

8.2.1  თუ ამ წესის დარღვევით გუნდმა ხეირი ნახა, გუშაგი მსაჯებს დროშით ანიშნებს და დააჯარიმებინებს. 

 

9. ბურთაობა

9.0  ნებადართულია ბურთის გადაადგილება ...

9.0.1  ნებისმიერი ხერხით:  წაღებით, გაქცუნებით, ტყორცნით, გაგორებით, დარტყმით;

9.0.2  ნებისმიერი მიმართულებითა და ნებისმიერ მანძილზე,

9.0.2.1  თუ ამით სპორტული პრინციპი არ ირღვევა.  >> უწესობა

 

10. ოფსაიდი

10. მოთამაშეს შეუძლია იმყოფებოდეს მოედნის ნებისმიერ ადგილას.

10.1  გამონაკლისია 2-მეტრა რადიუსი ...

10.1.1  საჯარიმო ტყორცნის,  >> ჯარიმა

10.1.2  აუტის მოწოდების,  >> აუტი

10.1.3  თუ თავად მხტომელი არაა, სადაოს აგდების დროს.  >>  სადაო

 

11. ლელოს გატანა

11.0  თუ ბურთის (შვეული) გეგმილი მეტოქის ლელოს ხაზზეა ან მის გადაღმადაა, გუნდს ლელო გატანილად ეთვლება.

11.0.1  ლელოს გამტანად ითვლება შემტევი, ვინც ბურთს ბოლო შეეხო.

11.1  თუ ბურთი კუთხის სარს შეეხო, ლელოა.

11.1.1  თუ ბურთი ფეხბურთის კარს ან რაგბის კარის უშალითო ნაწილს შეეხო, ლელოა.

11.2  ლელოს გამშვები გუნდი თამაშს ცენტრიდან განაახლებს (საჯარიმო) ტყორცნით.

 

12. დაწყება და დასრულება

12.0  ყოველი (ქვე-)ტაიმი ცენტრში სადაოს აგდებით იწყება.

12.1  ტაიმი სრულდება დროის ამოწურვის-თანავე, გუშაგის საყვირზე.

 

13. ბურთისთვის ჭიდილი

13.0  ნებადართულია:

13.1  ბურთის წართმევა;

13.2  ბურთიანი მოთამაშის (მეტოქის) დაჭერა, წაქცევა, ოღონდაც არა ...

13.2.1  სარმით (ფეხის დადებით)

13.2.2  სახიფათო გდებით.

 

13.3  თუ მოთამაშენი ზეზეულად ჭიდაობენ და

13.3.0  ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში)

13.3.0.1  არ გამოჩნდა ან

13.3.0.2  არ ამოძრავდა,

13.3.1  იქვე დაინიშნება სადაო.

 

13.4  თუ მოთამაშენი ჭიდილში წაიქცნენ და

13.4.0  ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში) არ გამოჩნდა,

13.4.1  ვინც ბურთს ფლობდა, იქვე დაჯარიმდება.

 

14. უწესობა

14.0  აკრძალულია:

14.1  უბურთო მეტოქის დაჭერა, წაქცევა, შეფერხება (ბლოკი)

14.2.1  ბურთიანად განგებ წაწოლა;

14.2.2  ბურთის კიდეზე (აუტში) განგებ გადაგდება;

14.3  თამაშის შეჩერების შემდეგ დროის გაყვანა ...

14.3.1  ბურთის მოსროლა ან წაყოლიება;

14.3.2  ტრავმის სიმულაცია; 

14.4  წაქცეულებზე დაწოლა, დავარდნა, დახტომა, დაჯდომა, ბურთის განგებ დაგდება;

14.5  წესების განგებ ან/და ზედიზედ დარღვევა;

14.6  სახიფათოდ თამაში: ჩარტყმა, დაწიხლვა, კისერში წავლება, თავის ძგერება;

14.7  რაგინდარა არა-სპორტული (უკადრისი) საქციელი.

14.8  შეცვლის წესის განგებ დარღვევა.

 

14.ჯ  უწესობა ისჯება ჯარიმით.

14.ჯ.0  ამას შეიძლება დაემატოს ...

14.ჯ.1  სინბინი (დროებითი გაძევება) >>  რამდენი წუთით?

14.ჯ.2  ბოლომდე გაძევება (14.6  14.7)

 

15. სადაო

15.0  სადაოში თითო გუნდიდან მაქსიმუმ ორი მხტომელი მონაწილეობს.

15.0.1   თუ სადაო ნებისმიერი ლელოდან ან/და აუტის ხაზიდან ორ მეტრზე ნაკლებშია, მაგ ხაზებიდან ორ მეტრზე ინიშნება.

15.1  მსაჯმა ბურთი შვეულად უნდა ააგდოს.

15.2  თუ სადაოს შემდეგ ბურთი სხვა მოთამაშეებს არ შეეხო, ლელო არ ითვლება.

 

16. აუტი

16.0  თუ ბურთის (შვეული) გეგმილი აუტის ხაზზე ან მის გადაღმადაა, აუტია.

16.0.1  თუ აუტი მეტოქის ლელოდან ორ მეტრზე ნაკლებშია, მას ორი მეტრიდან მოაწვდიან.

16.1  ბურთს აუტიდან აწვდის იმ გუნდის მეტოქე, ვისგანაც გადავიდა.

16.2  აუტის მოწოდება ხდება ...

16.2.1  გადასვლის ადგილზე,

16.2.2  ტყორცნით,

16.2.3  ბურთის აღებიდან სამ წამში. >>  ოფსაიდი

16.3  აუტიდან ნატყორცნი ბურთი თუ სხვა მოთამაშეს არ შეეხო, ლელო არ ითვლება.

 

17. ჯარიმა

17.0  დაჯარიმებულმა ბურთი იქვე უნდა დადოს ან მეტოქეს ჩააბაროს.

17.0.1  თუ ჯარიმა მეტოქის ლელოდან ორ მეტრზე ნაკლებშია, ორ მეტრზე ინიშნება. 

17.1  ჯარიმა სრულდება ...

17.1.1  ტყორცნით,

17.1.2  ბურთის აღებიდან სამ წამში. >>  ოფსაიდი

17.2  ჯარიმიდან ნატყორცნი ბურთი თუ სხვა მოთამაშეს არ შეეხო, ლელო არ ითვლება.

 

18. გაძევება

18.1    დროებით გაძევებული (გა-სინბინ-ებული) მოედანზე ბრუნდება ...

18.1.1  სასჯელის ამოწურვის,

18.1.2  მისი გუნდის მიერ ლელოს გაშვების

18.1.3  ... თანავე.

18.1.4  თუ გასინბინებული რამდენიმეა, ჯერ ბრუნდება ადრე გაძევებული.

18.2   ბოლომდე გაძევებული თამაშში ვეღარ ჩაებმება.

 

19. ჟესტები

19.0  ხელის გაქნევა შეტევის მიმართულებით  =  ითამაშეთ!  წესი არ დარღვეულა!

19.1  განმკლავი  =  დაიცავით 2 მეტრის წესი!

19.2  ზემკლავი  =  სადაოს აგიგდებთ!

19.3  ამართული ხელის ლელოსკენ გადაქნევა + გრძლად დასტვენა =  ლელოა!   

19.4  ამართული ხელის აუტისკენ გადაქნევა და გაშვერა  =  აუტია! ეს გუნდი მოაწვდის!

19.5  ხელის დაღმა დაქნევა და გაშვერა  =  ჯარიმაა! ეს გუნდი ტყორცნის!

19.6  ყვითელი ბარათი  =  სინბინი (დროებითი გაძევება)  >>  რამდენი წუთით?

19.7  წითელი ბარათი  =  მატჩის ბოლომდე გაძევება

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

29/11 @ 2013