საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

"ჩვენი თამაში"

ფეხბურთის ფედერაციის
16-გვერდა, სპორტული გაზეთი

გამოდიოდა კვირეულში 6-ჯერ, კვირა დღის გარდა
და ღირდა 60 თეთრი!

პარ 10/10 2014   პრომოს სარჩევი

ჩოხატაური ფალავნობდა

"ჩვენო თამაშო"! 6 სექტემბრის ნომერში გეწერათ, თუ ვინ რამდენჯერ ყოფილა ლელოს ჩემპიონი საბჭოთა საქართველოში. თუა შესაძლებელი, განავრცოთ თემა და ცხრილად, წლების მიხედვით გაგვაცნოთ პრიზიორები? წინდაწინ მადლობა.

გიგლა პაჭკორია

ჩვენო გიგლა! შეკითხვა დროულია, რაკი "ლელოს აღორძინების გრძელ გზაზე" პირველი ნაბიჯები იდგმება, მომავალი კი, წარსულის ცოდნის გარეშე, "არ არსებობს"

თქვენს მიერ მითითებულ სტატიაში შევნიშნეთ, რომ "მეორე მსოფლიო ომის" შემდეგ იმართებოდა "რესპუბლიკის ჩემპიონატი" და ხშირად, ცალკეც, საზოგადოება "კოლმეურნის" პირველობა - ორიოდე გამონაკლისის გარდა, ერთ ადგილას, კვირიან ტურნირად.

სამწუხაროდ, ერთადერთი ქართული სპორტული გაზეთი ყოველთვის საკადრისად ვერ აშუქებდა ამ შეჯიბრებებს, რაც ალბათ "ლელო-ბურთის" მიმდევართა დაუდევრობის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ჟურნალისტთა სიზარმაცის ანაც ამპარტავნობისა.

მაგის გამო დავკარგეთ უამრავი შედეგი და ეგებ მთელი სეზონებიც. ეგეც უნდა ვაღიაროთ, რომ "საჯარო ბიბლიოთეკაში" ბოლომდე ჯერაც არ გაგვირჩევია "ლელოს" სრული კინძულები, ხოლო რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მისი დიდი ნაწილი ჩოხატაურელებმა მოგვაწოდეს, რაღაი ბუნებრივია და გამარჯვებათა აღნუსხვა ეხალისებოდათ.

თქვენი შეკითხვის კვალად კიდევ დავიანგარიშეთ, რომ 1945-91 წლებში გამართული 47 შეჯიბრებიდან ოთხის შედეგიღა გვაკლია, დოკუმენტურად დასაბუთებულ 43 სეზონში კი ჩოხატაურმა იფალავნა 31-ჯერ, ჯიხაიშმა - ოთხჯერ, ქუთაისმა - ორჯერ და ქობულეთმა, ფოთმა, აჭარამ, თბილისმა, გორმა და მარტვილმა - თითოჯერ.

ცხრილში ქალაქები და დაბები ახლანდელი სახელებით შევიტანეთ. მეტობის ნიშანი (>) მაშინ გვიზის, როცა ანგარიში გვაკლია, მაგრამ შედეგი კი ვიცით; უკაცრავად და "ძაღლუკას" (@) მოყვება ტურნირის გამართვის ადგილი; კითხვის ნიშანი (?) უთითებს, რომ რაღაც მთლად სწორად ვერა გვაქვს, წყაროები კი ასე შევამოკლეთ:

ლ = ლელო, სს = სავეცკი სპორტ, კომ = კომუნისტი, კგ = კომუნიზმის განთიადი (ჩოხატაური), იც = ილიკო ცინცაძის არქივი

 

საბჭოთა ხანის ფინალები (გადამწყვეტი მატჩები)

         

1945

დიდი ჯიხაიში

8:4 ? 5:2

მარტვილი

@ დინამო (კომ)

1946

დიდი ჯიხაიში

>

ჩოხატაური

@ დიდი ჯიხაიში (კგ) (იც)

1947

დიდი ჯიხაიში

>

სოხუმი (სს)

@ მარტვილი (კგ)

1948

ჩოხატაური

4:1

მარტვილი

@ დინამო (სს)

1949

დიდი ჯიხაიში

9:1

ჩოხატაური

@ დინამო (სს)

1950

ქობულეთი

16:10

ჩოხატაური

@ დინამო (ლ სს)

1951

ჩოხატაური

20:9

დიდი ჯიხაიში

@ დინამო (ლ)

1952

ჩოხატაური

10:2

ქობულეთი

@ დინამო (ლ)

1953

ჩოხატაური’1

>

ჩოხატაური’2

@ ქუთაისი (ლ)

1954

ჩოხატაური’1

15:7

ჩოხატაური’2

@ ჩოხატაური (ლ)

1955

ჩოხატაური

>

ლანჩხუთი

@ ჩოხატაური (იც)

1956

ჩოხატაური

19:3

ქობულეთი

@ ქობულეთი, კოლმეურნე (ლ)

1957

ჩოხატაური

13:4

ლანჩხუთი

(იც)

1958

ჩოხატაური

>

ქობულეთი

(იც)

1959

ჩოხატაური

27:0

ქობულეთი?ვანი (იც)

= მეათე ტიტული!

1960

ჩოხატაური

>

ქობულეთი

@ ფოთი (იც)

1961

ფოთი

6:3

მარტვილი

@ მარტვილი (ლ)

1962

ჩოხატაური

>

ფოთი

@ ბათუმი (ლ)

1963

აჭარა

>

ჩოხატაური

(კგ) (იც)

1964

ჩოხატაური

13:10

თბილისი

(ლ)

1965

თბილისი

>

ოზურგეთი

@ ოზურგეთი (იც)

1966

ჩოხატაური

21:6

გურჯაანი

@ გურჯაანი (იც, ლ 23/11)

1967

ჩოხატაური’1

24:12

ჩოხატაური’2

@ დიდი ჯიხაიში (იც)

1968

ჩოხატაური’1

21:1

ჩაისუბანი (ჩოხ)

@ ჩოხატაური (იც)

1969

ჩოხატაური

>

ზუგდიდი

(იც) @ ხონი

1970

ჩოხატაური

>

დიდი ჯიხაიში

@ მარტვილი (იც)

1971

ჩოხატაური

17:3

დიდი ჯიხაიში

@ ვაკე (იც)

1972

ჩოხატაური

18:9

გალი

@ ოჩამჩირე (იც)

1973

ჩოხატაური

26:6

დედოფლის წყარო

@ ჩოხატაური (იც)

1974

ქუთაისი

>

?

@ გურჯაანი (იც)

1975

ჩოხატაური

13:4

ქუთაისი

@ დიდი ჯიხაიში (კგ)

1976

ჩოხატაური

19:2

ქუთაისი

@ ჩოხატაური (იც)

1977

ჩოხატაური

24:4

ლანჩხუთი

@ ლესა, ლანჩხუთი (ლ) = 25’ ტიტული!

1978

ჩოხატაური

>

ქუთაისი

@ თელავი (იც)

1979

ქუთაისი

5:4

ჩოხატაური

@ გორი (იც)

1980

გორი

8:6

ჩოხატაური

@ გორი (იც)

1981

ჩოხატაური

>

გორი

@ ჩოხატაური (იც)

1982

ჩოხატაური

16:12

ლანჩხუთი

@ ჩოხატაური (ლ)

1983

?

?

?

?

1984

?

?

?

?

1985

ჩოხატაური

7:7

მარტვილი

@ მარტვილი =  2 დამატებითი დრო + წილისყრა (იც)

1986

?

?

?

?

1987

ჩოხატაური

9:6

მარტვილი

@ ვაკე = დამატებით დროში = 35’ ტიტული? (ლ)

1988

ჩოხატაური

8:2

გორი

@ მიმოსვლით, ორ წრედ = 37’ ტიტული? (ლ) 

1989

?

?

?

?

1990

მარტვილი

>

ჩოხატაური

@ ვაკე (აყალ-მაყალი)

1991

გურია (ჩოხატაური)

8:2

სამეგრელო (მარტვილი)

@ ხელვაჩაური, ქართველიადა (ლ)

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

28/05 @ 2015