საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

"ჩვენი თამაში"

ფეხბურთის ფედერაციის
16-გვერდა, სპორტული გაზეთი

გამოდიოდა კვირეულში 6-ჯერ, კვირა დღის გარდა
და ღირდა 60 თეთრი!

პარ 3/10 2014   პრომოს სარჩევი

რომ ვეღარ ჩაახვევ, სულ უნდა იბურთავო

ვისაც ჯერ არ შეუტყვია, გაითვალისწინოს, რომ საქართველოს ლელოს ფედერაცია ჩვენი საბურთაო საგანძურის გაცოცხლებას შესდგომია და არეალს თანდათან აფართოებს - ერთმა ფრთამ ლელო უკვე დანერგა ჯარში და თამაშობას დასავლელ ბავშვებსაც აყვარებს, ხოლო მეორე დედაქალაქის უნივერსიტეტების აყოლიებას აპირებს, რათა საგაისო "სტუდენტურ თამაშებზე" სრულფასოვანი ტურნირი გამართოს.

რაგბის გვერდის ლიმიტით სექტემბერში ლელოს გასაცნობი წერილი, მანიფესტი და შენიშვნებ-დართული წესთა პირველი ნახევარიც დავბეჭდეთ. ვისაც ეს ნარკვევები გამორჩა და აინტერესებს, უნდა მიაკითხოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, და ანაც იხილოს "ჩვენი თამაშის" სრული ონლაინ-არქივი  http://issuu.com/chveni-tamashi

ორი კვირის წინ, 19 სექტემბერს იმაზე შევჩერდით, რომ ლელოს არ აწუხებს ოვალურ-ბურთა ბრიტანული თამაშის მარადი პრობლემები - ბრეიქდაუნზე წესრიგის დამყარება და ბოჭვის შემდგომი ეპიზოდის სამართლიანად განსჯა. არადა, XX საუკუნის ლელოში ბურთაობა ხშირად ფერხდებოდა ბურთის შეკვრა-ჩახვევით, მაგრამ ახალი წესებით ამ ფანდის გამოყენება აიკრძალა და თამაში გამოცოცხლდა. 

დადება საჭირო არაა

11.0 თუ ბურთის (შვეული) გეგმილი მეტოქის ლელოს ხაზზეა ან მის გადაღმადაა, გუნდს ლელო გატანილად ეთვლება.

11.0.1 ლელოს გამტანად ითვლება შემტევი, ვინც ბურთს ბოლო შეეხო.

11.1 თუ ბურთი კუთხის სარს შეეხო, ლელოა.

11.1.1 თუ ბურთი ფეხბურთის კარს ან რაგბის კარის უშალითო ნაწილს შეეხო, ლელოა.

11.2 ლელოს გამშვები გუნდი თამაშს ცენტრიდან განაახლებს (საჯარიმო) ტყორცნით.

სადაო ცენტრში

12.0 ყოველი (ქვე-)ტაიმი ცენტრში სადაოს აგდებით იწყება.

12.1 ტაიმი სრულდება დროის ამოწურვის-თანავე, გუშაგის საყვირზე.

იჭიდავეთ უხიფათოდ

13.0 ნებადართულია:

13.1 ბურთის წართმევა;

13.2 ბურთიანი მოთამაშის (მეტოქის) დაჭერა, წაქცევა,

13.2.0 ოღონდაც არა ...

13.2.1 სარმით (ფეხის დადებით)

13.2.2 სახიფათო გდებით.

ოღონდ ბურთმა იმოძრაოს

13.3 თუ მოთამაშენი ზეზეულად ჭიდაობენ და

13.3.0 ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში)

13.3.0.1 არ გამოჩნდა ან

13.3.0.2 არ ამოძრავდა,

13.3.1 იქვე დაინიშნება სადაო.

შებოჭილს ხელს ნუ გაუშვებ!

ამით განსხვავდება ლელო რაგბისგან. დაე, შემტევმა იზრუნოს თამაშის უწყვეტობაზე - ან გაგექცეს, ან გაძვრეს, ან იძალოს, ანაც ბურთი მოისროლოს, ხოლო თუ გააქვავე, ბურთი დამცველს გადმოგეცემა.

13.4 თუ მოთამაშენი ჭიდილში წაიქცნენ და

13.4.0 ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში) არ გამოჩნდა,

13.4.1 ვინც ბურთს ფლობდა, იქვე დაჯარიმდება.

ვეღარ ჩაახვევ!

თუ ბურთიანად განგებ ვერ წაწვები, წაქცეულებს ვერ დააწვები, დაეცემი, დაახტები ან დააჯდები, ბურთსაც ვეღარ ჩაახვევ, ხოლო თუ ამას მაინც ეცდები, დაჯარიმდები და სინბინშიც მიგაბრძანებენ.

14.0 აკრძალულია:

14.1 უბურთო მეტოქის დაჭერა, წაქცევა, შეფერხება (ბლოკი)

14.2.1 ბურთიანად განგებ წაწოლა;

14.2.2 ბურთის კიდეზე (აუტში) განგებ გადაგდება;

14.3 თამაშის შეჩერების შემდეგ დროის გაყვანა ...

14.3.1 ბურთის მოსროლა ან წაყოლიება;

14.3.2 ტრავმის სიმულაცია;

14.4 წაქცეულებზე დაწოლა, დავარდნა, დახტომა, დაჯდომა, ბურთის განგებ დაგდება;

14.5 წესების განგებ ან/და ზედიზედ დარღვევა;

14.6 სახიფათოდ თამაში: ჩარტყმა, დაწიხლვა, კისერში წავლება, თავის ძგერება;

14.7 რაგინდარა არა-სპორტული (უკადრისი) საქციელი;

14.8 შეცვლის წესის განგებ დარღვევა.

14.ჯ უწესობა ისჯება ჯარიმით.

14.ჯ.0 ამას შეიძლება დაემატოს ...

14.ჯ.1 სინბინი (დროებითი გაძევება)

14.ჯ.2 ბოლომდე გაძევება (14.6 14.7)

ზეზეულად გაუძრავდა? სადაოა!

15.0 სადაოში თითო გუნდიდან მაქსიმუმ ორი მხტომელი მონაწილეობს.

15.0.1 თუ სადაო ნებისმიერი ლელოდან ან/და აუტის ხაზიდან ორ მეტრზე ნაკლებშია, მაგ ხაზებიდან ორ მეტრზე ინიშნება.

15.1 მსაჯმა ბურთი შვეულად უნდა ააგდოს.

15.2 თუ სადაოს შემდეგ ბურთი სხვა მოთამაშეებს არ შეეხო, ლელო არ ითვლება.

აუტი და ჯარიმა

ერთნაირად სრულდება: მალე და ტყორცნით.

16.0 თუ ბურთის (შვეული) გეგმილი აუტის ხაზზე ან მის გადაღმადაა, აუტია.

16.0.1 თუ აუტი მეტოქის ლელოდან ორ მეტრზე ნაკლებშია, მას ორი მეტრიდან მოაწვდიან.

16.1 ბურთს აუტიდან აწვდის იმ გუნდის მეტოქე, ვისგანაც გადავიდა.

16.2 აუტის მოწოდება ხდება ...

16.2.1 გადასვლის ადგილზე,

16.2.2 ტყორცნით,

16.2.3 ბურთის აღებიდან სამ წამში.

16.3 აუტიდან ნატყორცნი ბურთი თუ სხვა მოთამაშეს არ შეეხო, ლელო არ ითვლება.

17.0 დაჯარიმებულმა ბურთი იქვე უნდა დადოს ან მეტოქეს ჩააბაროს.

17.0.1 თუ ჯარიმა მეტოქის ლელოდან ორ მეტრზე ნაკლებშია, ორ მეტრზე ინიშნება.

17.1 ჯარიმა სრულდება ...

17.1.1 ტყორცნით,

17.1.2 ბურთის აღებიდან სამ წამში.

17.2 ჯარიმიდან ნატყორცნი ბურთი თუ სხვა მოთამაშეს არ შეეხო, ლელო არ ითვლება.

კაც-ნაკლული რომ რჩები

სინბინი ერთზე მეტ გაშვებულ ლელოდ ვერ დაგიჯდება.

18.1 დროებით გაძევებული (გა-სინბინ-ებული) მოედანზე ბრუნდება ...

18.1.1 სასჯელის ამოწურვის,

18.1.2 მისი გუნდის მიერ ლელოს გაშვების

18.1.3 ... თანავე.

18.1.4 თუ გასინბინებული რამდენიმეა, ჯერ ბრუნდება ადრე გაძევებული.

18.2 ბოლომდე გაძევებული თამაშში ვეღარ ჩაებმება.

ჟესტი ისევე ცოტაა

როგორ წესი.

19.0 ხელის გაქნევა შეტევის მიმართულებით = ითამაშეთ! წესი არ დარღვეულა!

19.1 განმკლავი = დაიცავით 2 მეტრის წესი!

19.2 ზემკლავი = სადაოს აგიგდებთ!

19.3 ამართული ხელის ლელოსკენ გადაქნევა + გრძლად დასტვენა = ლელოა!

19.4 ამართული ხელის აუტისკენ გადაქნევა და გაშვერა = აუტია! ეს გუნდი მოაწვდის!

19.5 ხელის დაღმა დაქნევა და გაშვერა = ჯარიმაა! ეს გუნდი ტყორცნის!

19.6 ყვითელი ბარათი = სინბინი (დროებითი გაძევება)

19.7 წითელი ბარათი = მატჩის ბოლომდე გაძევება

მანიფესტში თქმულა

აი, სულ ესაა წესები. ნუ გაგიკვირდებათ, რომ მათში ნახსენები არაა შერკინება, დერეფანი, მოლი, რაქი, არეკნი, ოფსაიდი, ანგარიშის ქულებად თვლა და გვერდიდან შესვლის აკრძალვა.

ბურთსაც საითაც გინდა, იქეთ გადააგდებ (ოღონდაც არა აუტში!) და სადაც მოგესურვება, იქ დადგები - მთავარია, სადაოსა და სტანდარტულ ტყორცნებს ხელი არ შეუშალო.

კიდევ გავიმეორებთ მანიფესტში თქმულს - "ლელო სულაც არ წარმოგვიდგენია სხვა თამაშთა უხეირო ასლად: გვინდა დავნერგოთ მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი ... იოლად შესათვისებელი და აღსაქმელი ბურთაობა"

აქედან გამომდინარე, ლელოს თამაშის ხერხები და ტაქტიკა უნიკალური, მხოლოდ მისთვის შესაფერი ექნება.

სამეგრელოში კარგა ხანია, ექსპერიმენტები ტარდება. ჯარმა მინი, 6-კაცა ლელო სცადა და ყველა აღტაცებული დარჩა, სეირი ისე სადა გამოვიდა, ახლა კი ჯერი სტუდენტობაზეა:

წინ რომ თამამად გაიჭრან

უნდა შეიკრიბონ სულ სხვადასხვა სპორტ-ნათამაშებნი და არა მაინცდამაინც მორაგბეები, რათა ინსტინქტურად განზე არ დაუწყონ გუნდელს ძებნა და წინ თამამად გაიჭრან პასის მისაღებად.

ჩიტმა ამბავიც მოგვიტანა, ერთ, ლელოზე გადაგებულ რაიონში ახალი წესები, მეტადრე კი ჩახვევის გაუქმება, ძაანაც არ ეამათო.

მათი აზრით, ამით თურმე ლელოს ტაქტიკური არსენალი გაღარიბდება, მაგრამ საქმეც ეგაა, სწორედ რომ მაგ გუნდის მამა-პაპანი ითხოვდნენ "ჯერ კიდევ 1951 წელს", შეკვრა ლელოს განვითარებას უშლის ხელსო.

იმხანად "ლელო ბურთს" წესებს სხვანი უდგენდნენ და ჩოხატაურის აზრი, ეტყობა, მაგიტომაც არ გაითვალისწინეს, ეგ დალოცვილები ისედაც მაგრები არიან და მერე რაღა იქნებაო.

ჰოდა, ჩაიციკლა ლელო ჩახვევაზე, ვეღარ განვითარდა და ბოლოს მთლად მინავლდა. ასე რომ, ახლა, როცა ყველაფერი თავიდან იწყება, იმ ხელის-შემშლელი ფანდის დაშვება უპრიანი ვერასგზით ვერ იქნება.

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

28/05 @ 2015