საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

"ჩვენი თამაში"

ფეხბურთის ფედერაციის
16-გვერდა, სპორტული გაზეთი

გამოდიოდა კვირეულში 6-ჯერ, კვირა დღის გარდა
და ღირდა 60 თეთრი!

პარ 19/09 2014   პრომოს სარჩევი

მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი

რომ მოვიდა შემოდგომა, აგრილდა, წვიმებმა უკვე გული გაგვიწყალეს და სასწავლო წელიც დაიწყო, უნივერსიტეტებში ლელოს დანერგვის ჯერმაც მოატანა. წინის წინა კვირაში ჩვენი ეროვნული თამაშის ამჟამინდელი ყოფა, წარსული, ფედერაციის გეგმები და ცოტაც ტაქტიკა გაგაცანით, დღეს კი ძირითად წესებს მოვყვებით და იმის დასაბუთებასაც ვეცდებით, თუ რად უნდა იყოს ასე და არა - ისე.

6 სექტემბერს გამომზეურებულ მანიფესტში ვწერდით, რომ "გათანამედროვებული ლელო სულაც არ წარმოგვიდგენია სხვა თამაშთა უხეირო ასლად: გვინდა დავნერგოთ მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი, შეძლების და გვარად უხიფათო, იოლად შესათვისებელი და აღსაქმელი ბურთაობა.

საამისოდ ხალხური ლელოდან უნდა დავიტოვოთ უმთავრესი: მძიმე ბურთი, მისი ნებისმიერი ხერხითა და მიმართულებით გადაადგილება, არანაირი რაგბულ-ფეხბურთული ოფსაიდი, ბურთისთვის ჭიდილი და თამაშის მიზანი - ბურთის მიტანა დათქმულ ადგილას.

სხვაფრივ, ლელოს საბჭოთა საქართველოში წესები ბარემ ოთხჯერ დაუდგინდა, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიო სპორტი სულ სხვა დონეზე რომაა და ინფორმაციაც წინამორბედებზე ბევრად მეტი გვაქვს, თუნდაც მხოლოდ მაგიტომ საქმეს თავი უკეთ დაედგმება"

ცხრამეტი კმარა

ჩვენმა ცნობილმა მორაგბეებმა, აწ უკვე სენაკელმა დავით კილასონიამ და მარტვილელმა ალეკო გრიგალავამ სამეგრელოში ბარემ ხუთი წელი ატარეს ექსპერიმენტები, ფედერაციის შექმნის შემდეგ კი მისსავე საითზე გამოქვეყნდა მონახაზი, რომელიც "ა6" ზომის წიგნაკის 11 გვერდზე ეტევა. დოკუმენტში წესები და ცალკეული ფრაზებიც ისეა გადანომრილი, რომ ჩასწორება და მითითებაც გაადვილდეს.

ნუმერაცია პროგრამისტულად, ნულოვანი პრე-ამბულით იწყება, წესი კი ჯერჯერობით ცხრამეტია და სრულიად კმარა. ძველ კოდექსთან შედარებით სიახლეა 12-კაცა გუნდი, ორი მსაჯი, ბურთის შეკვრის (ჩახვევის) აკრძალვა, შეუზღუდავი შეცვლები და სინბინი (დროებითი გაძევება) პროფესიული ფოლისთვის.

0. არსი
1. მოედანი
2. ბურთი
3. გუნდი
4. დრო
5. სახეობანი
6. სამოსი
7. მსაჯები
8. შეცვლა

 9. ბურთაობა
10. ოფსაიდი
11. გატანა
12. დაწყება
13. ჭიდილი
14. უწესობა
 

15. სადაო
16. აუტი
17. ჯარიმა
18. გაძევება
19. ჟესტები

თითო ლელო თითო ქულად

არსში წერია შემდეგი აქსიომები:

0.0 ლელო ქართული ეროვნული ბურთაობაა.

0.1 მასში ორი გუნდი მონაწილეობს.

0.2 თამაშის მიზანია მეტოქის ლელოში ბურთის ნებისმიერი ხერხით გატანა,

0.2.1 ოღონდაც ამ წესების დაცვით.

0.3 ანგარიში ლელოებად ითვლება, ანუ ლელოს გატანა ერთ ქულად ფასობს.

0.4 მატჩის გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც მეტი ლელო გაიტანა;

0.4.1 თუ ანგარიში თანაბარია, მაშინ ფრეა.

ბალი-ბულად რომ არ იქცეს

მაგას მოყვება მოედნისა და ბურთის დახასიათება: რაკი ლელოსთვის ცალკე სტადიონს არავინ ააშენებს, არსებულებზე მოგვიწევს ბურთაობა და მათ უნდა მივესადაგოთ; წყაროთა თანახმად, ბურთი ოდითგან წითელი იყო და არა შავი, წონა კი მაგ საგანს ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ ლელო ბალი-ბულად არ იქცეს. 

1.0 მოედანი რაგბის ან ფეხბურთისაა.

1.1 ცენტრი მონიშნულია ჯვრით.

1.2 ლელოს ხაზებად ითვლება რაგბის ან ფეხბურთის კარის ხაზები.

1.3 ამათ ბოლოებში დასობილია კუთხის (ალმიანი) სარები = სულ ოთხი.

2.0 ბურთი მომრგვალოა და მძიმე,

2.0.1 რამით ამოვსებული და არა - ჰაერით გაბერილი.

2.1.1 კაცები თამაშობენ 5,

2.1.2 (18 წლამდე) ჭაბუკები 4,

2.1.3 (14 წლამდე) ბავშვები 3 კილოიანი ბურთით.

2.2 ბურთი სასურველია წითელი იყოს.

2.3 ივარგებს მსგავსი წონის, რბილი და უხიფათო მედიცინ-ბოლიც.

2.4 თამაშის შეუფერხებლივ გასამართად საჭიროა ორი ბურთი.

დატვირთვა დიდია

ექსპერტთა დასკვნით, 12 კაცი კმარა სტანდარტული მოედნის ასათვისებლად; დინამიური შეცვლები ტემპის შენარჩუნებას უზრუნველყოფს; ლელოელის დატვირთვა იმდენად დიდია, რომ 12-წუთა ტაიმი ოპტიმალურია; გრძელი და მოკლე შესვენება ბევრ სპორტში გამოიყენება, ხოლო სხვადასხვა რეგლამენტის იდეას თვით კეთილ’შობილ კრიკეტს დავესესხეთ.

3.0 თამაშის დროს მოედანზე გუნდის (არაუმეტეს) 12 წევრია.

3.1 მარქაფა (სათადარიგოები) მოედნის იმ მხარეს ზის, სადაც (შეცვლათა) გუშაგი დგას.

3.2 შეცვლათა რაოდენობა შეუზღუდავია.

4.0 მატჩი 12-წუთა ტაიმებისგან შედგება.

4.1 გრძელი შესვენება 12, საშუალო 6, მოკლე კი 3-წუთაა.

4.2 პაუზებზე (ტრავმა, გარეშეთა ჩარევა ...) საათი ჩერდება.

4.3 ტაიმთა რაოდენობა და შესვენებები ლელოს სახეობაზეა დამოკიდებული.

5.0 პირობებისა და მიზნების შესაბამისად, ეწყობა სხვადასხვა სახის ლელო:

5.0.1 საჩვენებელი (პრომო) = რაგბის ან ფეხბურთის მატჩის შესვენებაზე;

5.0.2 საფესტივალო = გუნდი დღეში რამდენჯერმე თამაშობს;

5.0.3 კალენდარული = ჩემპიონატის ან ტურნირის მატჩი, დღეში მაქსიმუმ თითო;

5.0.4 ზეპური = საგანგებო შემთხვევებში, ტელევიზიით გადასაცემად.

5.1 წესები ყველა სახეობისთვის ერთი და იგივეა,

5.1.0 მაგრამ განსხვავდება რეგლამენტი: დრო, შესვენება, მარქაფა და სინბინი.

 

სახეობა

მარქაფა

ტაიმი

დრო

შესვენება

სულ

სინბინი

5.1.1

საჩვენებელი

2

1

12

=

12

2

5.1.2

საფესტივალო

4

2

24

6

30

3

5.1.3

კალენდარული

6

3

36

6+6+3 *

51

6

5.1.4

ზეპური

8

4

48

6+12+6

72

6

* აქ მესამე ტაიმი 3-წუთა შესვენებით ორ, 6-წუთა ქვე-ტაიმად იყოფა

იაფი, სახალხო თამაში

ლელოელს განსაკუთრებული სამოსი და აღჭურვილობა არ ჭირდება. ლელო იაფი, სახალხო სპორტია!

6.0 ლელოს მოთამაშეს უნდა ეცვას ისევე, როგორც რაგბის ან ფეხბურთისას;

6.0.1 ოღონდაც აკრძალულია რკინის ან პლასტმასის მორჩებიანი ბუცების ჩაცმა.

6.1 მეტოქე გუნდებს განსხვავებული ფერის, გადანომრილი ფორმა უნდა ეცვათ.

ჩოხატაურული სქემა

ცნობილ თამაშთაგან ორიღა გვახსენდება, ჯერაც თითო რეფით რომ (ვეღარ) გადიან ფონს, მაგრამ მაინც ჯიუტობენ. ლელო მათსავით კონსერვატორი რომ არაა, იზიარებს ჩოხატაურის მიერ ჯერ კიდევ 1951 წელს მოფიქრებულ სქემას, რომელიც ავსტრალიის უბობოლესმა ლიგამ 2009 წელსღა, თავისით დანერგა.

7.0 მატჩს ორი მსაჯი და ერთიც (შეცვლათა და დროის) გუშაგი ემსახურებიან.

7.0.1 სასურველია სამი (ბურთის) მიმტანის ყოლაც.

7.1 მსაჯი აღჭურვილია სასტვენით.

7.1.1 მსაჯი თამაშს სტვენით, ჟესტებითა და რეპლიკებით უძღვება.

7.2 მსაჯებს ტოლი უფლებები აქვთ.

7.3 ნებისმიერ ეპიზოდში ერთი მსაჯი ბურთთანაა და მეორე - დაცვის ზურგში.

7.4 მსაჯები ერთმანეთს ადგილს უცვლიან:

7.4.1 ლელოს გატანის შემდეგ;

7.4.2 მორიგი ტაიმის (ქვე-ტაიმის) დაწყების წინ.

7.5 თუ მსაჯებმა ერთდროულად დაუსტვინეს, განაჩენზე მყის უნდა მოითათბირონ.

7.6 გუშაგი აღჭურვილია დროშით, საათითა და საყვირით (კლაქსონით. იგი

7.6.1 მსაჯებს დროშით ანიშნებს შეცვლის წესის დარღვევას.

7.6.2 არეგულირებს გასინბინებულის დაბრუნებას.

7.6.3 მოთამაშეებს საყვირით ამცნობს ტაიმის დასრულებას.

სამი მიმტანის სიკეთე

ვისაც უნახავს შვიდკაცა, შენიშნავდა, თუ ქვემოთ-მოტანილის მსგავსი სქემით რა მალე ახლდება ცენტრიდან თამაში. მიმტანთა გადამკიდე, ლელოს გამტანი გუნდი ვეღარც წაუძინებს - უმალ მთელი მოედნის აღება მოუწევს.

7.7 ორივე ლელოს უკან და ცენტრის გაყოლებაზეც, გუშაგის მხარეს, თითო მიმტანი უნდა იდგეს.

7.7.0 მეორე ბურთი ამ მიმტანს აბარია.

7.7.1 ლელოს გატანის თანავე ეს მიმტანი ბურთს ცენტრისკენ გააქცუნებს, იქ დატოვებს და უკან გამობრუნდება,

7.7.2 ლელოს უკან მდგარი მიმტანი გატანილ ბურთს კიდე-კიდე, ცენტრის გაყოლებამდე გამოაქცუნებს, იქ დატოვებს და უკან გაბრუნდება.

შედი - გამოდი

როცა და რამდენჯერაც მოგესურვოს, ხელბურთის ყაიდაზე.

8.0 შეცვლა ნებადართულია ნებისმიერ დროს, თვით გაგანია ბურთაობაშიც.

8.1 შემცვლელი მივა გუშაგთან და ნებართვას სთხოვს.

8.2 ჯერ შესაცვლელი უნდა გამოვიდეს და შემდეგღა შევიდეს შემცვლელი.

8.2.1 თუ ამ წესის დარღვევით გუნდმა ხეირი ნახა, გუშაგი მსაჯებს დროშით ანიშნებს და დააჯარიმებინებს.

მოისროლე, მიაწოდე წინ!

XIX საუკუნის ინგლისის სკოლებში თუ რად აიკრძალა "წინ პასი", ახლა დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, მაგრამ მერე და მერე დედა-თამაშს თანდათან განუდგნენ ფეხბურთი, ამერიკული ბურთაობა, კალათბურთი და ყინულის ჰოკეიც. რაც შეგვეხება ქართველებს, ეგეთი "გენიალური" შეზღუდვა აზრადაც ვერ მოგვივიდოდა, რაკი გონი სწორად გვაქვს მომართული და ანბანიც - სრულ’ყოფილი!

9.0 ნებადართულია ბურთის გადაადგილება

9.0.1 ნებისმიერი ხერხით: წაღებით, გაქცუნებით, ტყორცნით, გაგორებით, დარტყმით;

9.0.2 ნებისმიერი მიმართულებითა და ნებისმიერ მანძილზე,

9.0.2.1 თუ ამით სპორტული პრინციპი არ ირღვევა.

სადაც გენებოს, იქ დადექ!

10.0 მოთამაშეს შეუძლია იმყოფებოდეს მოედნის ნებისმიერ ადგილას.

10.1 გამონაკლისია 2-მეტრა რადიუსი

10.1.1 საჯარიმო ტყორცნის,

10.1.2 აუტის მოწოდების,

10.1.3 თუ თავად მხტომელი არაა, სადაოს აგდების დროს.

აქ კი

"პროდიუსერი მანიშნებს, რომ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო იწურება", უფრო სწორად კი, დამკაბადონებელი შფოთავს, დარჩენილის ჩატევას გაზეთის კიდევ ერთი გვერდი ჭირდებაო.

ამიტომაც "გემშვიდობებით უკეთესი მომავლის იმედით", იქეთა და იქეთის იქეთა კვირამდე, რათა საკადრისად გავარჩიოთ ბოლო ცხრა წესიც, მეტადრე კი - ორი, მავანი ბრიტანული თამაშისთვის მარად საჭირბოროტო და მტკივნეული - "ბურთისთვის ჭიდილი" და "უწესობა"

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

28/05 @ 2015