საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

"ჩვენი თამაში"

ფეხბურთის ფედერაციის
16-გვერდა, სპორტული გაზეთი

გამოდიოდა კვირეულში 6-ჯერ, კვირა დღის გარდა
და ღირდა 60 თეთრი!

 

პრომო გვერდები

 

ორ 1/09

სად ხართ, ახალო ჟაკებო?

ყველაფერს თავისი დრო აქვს: ღვთის მადლით, ერთხელაც დაასკვნი, რომ შენს მეტი ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს, და მისი თავის დადგმა მიზანთა მიზნად გექცევა

გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა რაგბი ამ  55 წლის წინათ. მავანმა ჟაკმა სტუდენტები შეკრიბა და იპოდრომზე აზიარებდა ოვალ ბურთთან. ახლა მუშტრამდე ამბის მიტანა ბევრად იოლია: სტუ-ში, თსუ-ში და სხვაგანაც უნდა გაიკრას პოსტერები, "ლელო ვითამაშოთო" და ფეის’ბუქიც დასაქმდეს

შაბ 6/09

აქაც დავნერგოთ!

მიზნად დაგვისახავს, ავიყოლიოთ ფხიანი ჯეელები, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან, სტუ-ში, თსუ-ში და მსგავს ინსტიტუციებში გააკრავენ პოსტერებს, ჩართავენ ფეისბუქს, შეკრებენ ტოლებს, შექმნიან გუნდებს, შევლენ რექტორთან, რეესტრში გაატარებენ კლუბს, "თბილისის ლელოს ამქრად" გაერთიანდებიან, დედა’ქალაქის ლიგას დააფუძნებენ, შეადგენენ კალენდარს და ლელოს პირველობას სეირად აქცევენ

პარ 19/09

მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი

რომ მოვიდა შემოდგომა, აგრილდა, წვიმებმა უკვე გული გაგვიწყალეს და სასწავლო წელიც დაიწყო, უნივერსიტეტებში ლელოს დანერგვის ჯერმა მოატანა. ჩვენი ეროვნული თამაშის ამჟამინდელი ყოფა, წარსული, ფედერაციის გეგმები და ცოტაც ტაქტიკა უკვე გაგაცანით, დღეს კი ძირითად წესებს მოვყვებით და იმის დასაბუთებასაც ვეცდებით, თუ რად უნდა იყოს ასე და არა - ისე

ცხრამეტი კმარა # თითო ლელო თითო ქულად # ბალი-ბულად რომ არ იქცეს # დატვირთვა დიდია # იაფი, სახალხო თამაში #
ჩოხატაურული სქემა # სამი მიმტანის სიკეთე # შედი - გამოდი # მოისროლე, მიაწოდე წინ! # სადაც გენებოს, იქ დადექ!

პარ 3/10

რომ ვეღარ ჩაახვევ, სულ უნდა იბურთავო

ვისაც ჯერ არ შეუტყვია, გაითვალისწინოს, რომ საქართველოს ლელოს ფედერაცია ჩვენი საბურთაო საგანძურის გაცოცხლებას შესდგომია და არეალს თანდათან აფართოებს - ერთმა ფრთამ ლელო უკვე დანერგა ჯარში და თამაშობას დასავლელ ბავშვებსაც აყვარებს, ხოლო მეორე დედაქალაქის უნივერსიტეტების აყოლიებას აპირებს, რათა საგაისო "სტუდენტურ თამაშებზე" სრულფასოვანი ტურნირი გამართოს

დადება საჭირო არაა # სადაო ცენტრში # იჭიდავეთ უხიფათოდ # ოღონდ ბურთმა იმოძრაოს # შებოჭილს ხელს ნუ გაუშვებ! # ვეღარ ჩაახვევ! # ზეზეულად გაუძრავდა? სადაოა! # აუტი და ჯარიმა # კაც-ნაკლული რომ რჩები # ჟესტი ისევე ცოტაა # მანიფესტში თქმულა # წინ რომ თამამად გაიჭრან

პარ 10/10

ჩოხატაური ფალავნობდა

... გეწერათ, თუ ვინ რამდენჯერ ყოფილა ლელოს ჩემპიონი საბჭოთა საქართველოში. თუა შესაძლებელი, განავრცოთ თემა და ცხრილად, წლების მიხედვით გაგვაცნოთ პრიზიორები?

სამწუხაროდ, ერთადერთი ქართული სპორტული გაზეთი ყოველთვის საკადრისად ვერ აშუქებდა ამ შეჯიბრებებს, რაც ალბათ "ლელო-ბურთის" მიმდევართა დაუდევრობის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ჟურნალისტთა სიზარმაცის ანაც ამპარტავნობისა. მაგის გამო დავკარგეთ უამრავი შედეგი და ეგებ მთელი სეზონებიც

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

28/05 @ 2015