საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

2017  *  ლელოს ახალი განზომილება

სამი ფინალისტი ცნობილია

21/05   მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირა კოკისპირულად წვიმდა, ჩხოროწყუში მაინც გაიმართა "წყვილი ტურის" ყველა თამაში ... მოედნის ყველა მეტრისთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა ... საფინალო სასტვენის შემდეგ მასპინძელთა გამგებელი დავით გოგუა მუხლამდე ტალახში შეიჭრა მოედანზე, მთელ გუნდს გადაეხვია და გარეთ რომ გამოვიდა, ვეღარ იცნობდით ...   სრულად >>   იხილეთ გალერეაც

#

რაიონი

მ-წ*ფ`

^პირ

სხვ

1

ფოთი

14

7-1

2

+3

+43

63:20

2

ზუგდიდი

14

7-1

2

-1

+36

54:18

3

ჩხოროწყუ

14

7-1

0

-2

+32

51:19

4

ჩოხატაური

10

5-3

2

+2

+19

45:26

5

ხონი

10

5-3

0

-2

+17

42:25

6

ხობი

6

3-5

.

.

-38

24:62

7

მარტვილი

5

2-5*1

.

.

-2

37:39

8

სენაკი

4

2-6

.

.

-27

27:54

9

აბაშა

3

1-6*1

.

.

-22

22:44

10

წალენჯიხა

-2

0-8`2

.

.

-58

04:62

ბოლო ტური და ფინალები გაიმართება
ფოთში, 28 მაისს  
სრულად >>

ლელოს "მარტვილობა"

4/05   მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ ჩემპიონატის მესამე ეტაპის მონაწილეებს საასპარეზოდ რაიონის მთავარი სპორტული არენა, "მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი" დაუთმო და "თანამედროვე ლელოს" წესებში დამსწრე ქომაგის უკეთ გასარკვევად, 12-კაცა გუნდებით სასწავლო-საჩვენებელი შეხვედრაც მოაწყო

სრულად >>   იხილეთ გალერეაც

ჭაბუკთა მსოფლიო პირველობისადმი მიძღვნილი ლელოს პრომო’ფრიალა

ლიდერი გამოიკვეთა

21/04   გურიის გუბერნიამ და ჩოხატაურის გამგეობამ თადარიგი დროულად დაიჭირეს – გუნდებს იდეალური პირობები შეუქმნეს.  ტურნირს გურიისა და სამეგრელოს ლელოს ფედერაციათა პრეზიდენტები – გოჩა მეგრელიშვილი და გაიოზ მონიავა დაესწრნენ

სრულად >>

ჩემპიონატი დაიწყო

7/04   ლელოს ქართველი კაცის ცხოვრებაში ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სპორტის უხნესი ეროვნული სახეობა საუკუნეებს ითვლის. მის მიმართ ქომაგისა და საზოგადოების ინტერესი მარად გამორჩეული გახლავთ

სრულად >>

 

2016  *  ლელო ქართული რაგბია!

20 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში მოეწყო  პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დიპლომებისა და სპეციალური პრიზების გადაცემის ცერემონიალი.  პრეზენტაციაზე მიწვეული იყო საქართველოს ლელოს ფედერაცია -
ვახტანგ კაპანაძე, გიორგი სურმავა, დავით კილასონია და გაიოზ მონიავა

 მოვლენები:    ლელოს ფედერაცია ოლიმპიურ კომიტეტში * შობა-ახალი წლის ფესტივალი * დავით კილასონია – სენაკის საპატიო მოქალაქე * სენაკში მუზეუმი გაიხსნა * გარდაიცვალა ჯემალ ჯიმშელეიშვილი * ფოთი სამეგრელოს ჩემპიონია * ოლიმპიური დღე * სამეგრელოს ჩემპიონატი * ლელო თავდაცვის სამინისტროში

სრულად >> 2016 წლის არქივში

2015  *  განვავითაროთ ლელო!

10 იანვარს სპორტის სამინისტროში მოეწყო ფედერაციის საანგარიშო კონფერენცია.

 

გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დავით კილასონია.

კამათში მონაწილეობდნენ ალექსანდრე გრიგალავა, თამაზ თევზაძე, გიორგი გორგოძე, თემურ ქურციკიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ვახტანგ კაპანაძე, ლექსო გუგავა.

გამოითქვა საგულისხმო მოსაზრებანი და დაისახა სამოქმედო გეგმა.

 მოვლენები:    ხონი ჯარის ჩემპიონია! * ტრადიციად დადგინდება * ფინალი ცოტნეობაზე * გუთური ჩოხატაურის ჩემპიონია * სენაკის პირველობა ლელოში * სამეგრელოში ლელოს გუნდები მომრავლდნენ * ისტორიაში პირველად, მარტვილში * 26 მაისის თასი * ლელო და რაგბი ზუგდიდში * ღამის ლელო ილორში * ლელო ჩხოროწყუში *  სეზონი გაიხსნა

სრულად >> 2015 წლის არქივში

მოზარდი ლელოელები

სენაკის სასულიერო სკოლა

მარტვილი

ხობი

2014  *  ლელო დაიწყო!

შემოდგომაზე გაზეთმა "ჩვენმა თამაშმა" ლელოს პრომო გვერდები მიუძღვნა

ვიდეოთეკას დაემატა ჯარის პირველობის ფინალი მინი-ლელოში @ ოპერატორი გია ჯავახიშვილი

ამიერიდან გაეცანით დავით კილასონიას მიერ მოწოდებულ ახალ ამბებს

9 ივლისს ლელომ ხრიდოლთან, ხმალაობასთან, კოლხურ ცურვასთან და ცხენბურთ-ისინდთან ერთად დააფუძნა "სპორტის ეროვნულ სახეობათა კონფედერაცია"

10 აპრილს დავით კილასონიამ სენაკში გადაიღო ლელოს დაწყებითი სასწავლო კურსი 

სრულად >> 2014 წლის არქივში

2013  *  ავაღორძინოთ ლელო!

ქართული ეროვნული ბურთაობა - ლელო - საბჭოთა ეპოქის შემდეგ კარგა ხანს მივიწყებული იყო: აღდგომაზე მხოლოდ ლანჩხუთი - შუხუთის ლიანგური თამაშობა იმართებოდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, გამოჩენილმა მორაგბეებმა - დავით კილასონიამ და ალეკო გრიგალავამ სამეგრელოდან დაიწყეს "სპორტული ლელოს" აღორძინება.

მათი თაოსნობით ლელო სენაკისა და მარტვილის სკოლებში დაინერგა, მოეწყო რამდენიმე შეჯიბრიც, 16 მარტს კი სპორტის სამინისტროში შეიკრიბა აქტივი და დააფუძნა "ლელოს ფედერაცია", რომელსაც ასევე ძველი მორაგბეები და ცნობილი სამხედროები, ვახტანგ კაპანაძე და გიორგი სურმავა უთავკაცებენ.

ახალ ფედერაციას დიდი გეგმები აქვს: უნდა ჩამოაყალიბოს XXI საუკუნის შესაფერი წესები, განავითაროს ტაქტიკა, შექმნას სახელმძღვანელო და ლელოს გათანამედროვებული ვარიანტი შეიტანოს და გაავრცელოს ჯარში,  პოლიციაში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა და რაგბის კლუბებში. 

ამას დიდი ძალის-ხმევა დაჭირდება, მაგრამ რაკი ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ფიზიკური აღზრდის სისტემის საფუძველიც ეროვნული უნდა იყოს. საამისოდ აქტივს საუკეთესო არჩევანად მიაჩნია ლელო, რაიც სხვა არაფერია, თუ არა რაგბის ჩვენებური ანალოგი და ბორჯღალოსანთა წარმატებების უპირველესი საწინდარი. 

2013 წლის პირველი ნაბიჯები

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

21/05 @ 2017