საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

2016  *  ლელოს ფედერაცია ოლიმპიურ კომიტეტში

21/12   გუშინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის მიერ გამოცემული წიგნების - "ქართველები რიოში," "ლაშა ტალახაძე" და "ვლადიმერ ხინჩეგაშვილი" - პრეზენტაცია.  იქვე მოეწყო სეოკ-ის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დიპლომებისა და სპეციალური პრიზების გადაცემის ცერემონიალი.  პრეზენტაციაზე მიწვეული იყო საქართველოს ლელოს ფედერაცია - ვახტანგ კაპანაძე, გიორგი სურმავა, დავით კილასონია და გაიოზ მონიავა

შობა-ახალი წლის ფესტივალი

6/12   სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, საქართველოს ლელოს ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით,  კვირას, 4 დეკემბერს, ფოთის სარაგბო კომპლექს ,,პარკი არენაზე" გაიმართა შობა-ახალი წლის ფესტივალი ლელოსა და 7-კაცა რაგბში.

შეიკრიბა 9 მონაწილე.  სამეგრელოს გუნდების გარდა, ფოთში ჩავიდნენ ჩოხატაური და ხონი.  როგორც ლელოში, ასევე შვიდკაცაში გაიმარჯვეს მასპინძელმა ფოთელებმა.

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დააჯილდოვეს ვეტერანმა ლელობურთელებმა და მორაგბეებმა - ჩოტახაურელმა დიმიტრი ცინცაძემ და ქუთაისელმა ბორის ზიბზიბაძემ.

იხილეთ გალერეაც

დავით კილასონია – სენაკის საპატიო მოქალაქე

6/11   სენაკში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ქუჯის ისტორიულ ციხე-ქალაქში, გაიმართა "ეგრისობის" სახალხო დღესასწაული, რომელიც სამი წლის წინ აღდგა როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო – როგორც მისი ძირძველი კუთხის კოლორიტის, ნიჭიერების, მარად განახლებადი, უტეხი სულის წარმოჩენის შესაძლებლობა.

დღესასწაული ლიტერატურულ-მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციით დაიწყეს სენაკის სკოლათა მოსწავლეებმა და სახალხო-ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, "კუჩხი ბედინერმა’’

კომპოზიციის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციულად წარუდგინა სენაკის საპატიო მოქალაქეები.

სენაკის "საპატიო მოქალაქის" წოდება ამჯერად მიენიჭათ:

გამოჩენილ მწერალს, კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს - გურამ ოდიშარიას;

გამოჩენილ არქიტექტორს - აკადემიკოს ვახტანგ დავითაიას;

თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ პოეტს - ვასილ ბესელიას;

სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების დამფუძნებელსა და ქართული სპორტული საუნჯის, ლელოს ამაღორძინებელს - დავით კილასონიას;

დამსახურებულ ჟურნალისტს, წლების მანძილზე გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, საზოგადოება „სენაკელის“ თავმჯდომარეს - რეზო ჯანჯღავას, და

მსოფლიოში ცნობილ კალათბურთელს, ეროვნული ნაკრების კაპიტანს - ზაზა ფაჩულიას.

სენაკში მუზეუმი გაიხსნა

4/10   სენაკში დავით კილასონიას თაოსნობით რაგბისა და ლელოს მუზეუმი გაიხსნა.  

ექსპონანტებს შორისაა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი მაისური (1989), პირველი სამკერდე ნიშანი, პირველი ჰალსტუხი და სხვა მრავალი რელიკვიაც, რომლებიც უკავშირდება დამოუკიდებლობის პერიოდს, მეტადრე კი ბორჯღალოსნების პირველ ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე.

მუზეუმში მრავლადაა სხვადასხვა ქვეყნიდან წლობით ჩამოტანილი სუვენირი, ლიტერატურა და ფოტო-მასალა, თითო კუთხე კი ლელოსა და სამეგრელოს რაგბის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოს ეთმობა.

სრულად >>

საქართველოს ლელოს ფედერაცია
ღრმა მწუხარებით იტყობინება, რომ გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის ლელოსა და რაგბის კლუბის, "ჯიხა 1991" პრეზიდენტი

ჯემალ ჯიმშელეიშვილი

ფოთი სამეგრელოს ჩემპიონია!

13/08   12 აგვისტოს ხობში გაიმართა სახალხო ზეიმი "ცოტნეობა".  იმ მრავალ ღონისძიებას შორის, რომელიც რაიონში მოეწყო, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ლელოში სამეგრელოს რეგიონის პირველი ჩემპიონატის ფინალური თამაშები.

ამ შეჯიბრებაში თავიდან 8 გუნდი ჩაება. დასკვნით ეტაპზე კი გავიდა 4 უკეთესი:  ფოთი, ხობი, ზუგდიდი და სენაკი.

ნახევარ’ფინალებში ფოთმა 6:2 მოუგო სენაკს, ხობმა კი უაღრესად დაძაბულ თამაშში, დამატებით დროში დაამარცხა ზუგდიდი 6:5

მესამე ადგილი დაიკავა ზუგდიდმა, რომელმაც ძლია სენაკი 6:3, ფინალში კი ფოთმა მოუგო ხობს 7:3 და სამეგრელოს პირველი ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) და საქართველოს ლელოს ფედერაციის (სლფ) მიერ დაწესებული შესაბამისი ხარისხის თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი პრემიები პრიზიორ გუნდებს გადასცეს:

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა,
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ,
ლელოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, გენერალმა გიორგი სურმავამ.

ამ ტურნირზე სპეციალურად ჩამოვიდა კახეთის რეგიონის ლელოს ფედერაციის პრეზიდენტი გურამ ბერიკაშვილი.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ სპეციალური პრიზი გადასცა სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, დავით კილასონიას ლელოს აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის.

იხილეთ გალერეაც

ოლიმპიური დღე

25/06   სამეგრელოს რვავე რაიონში აღინიშნა საერთაშორისო ოლიმპიური დღე.  ზეიმის პროგრამაში, მძლეოსნური კროსის გარდა, შეტანილი იყო ლელო, ისინდი, ქართული ჭიდაობა და შვიდკაცა რაგბი.  მონაწილეებს დაურიგდათ თასები, სეოკ-ის ემბლემით შემკული მაისურები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) პრეზიდენტის, თომას ბახისა და სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის მიერ ხელმოწერილი დიპლომები

იხილეთ გალერეაც

სამეგრელოს ჩემპიონატი

23/05   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), საქართველოს რაგბის კავშირისა (სრკ) და საქართველოს ლელოს ფედერაციის (სლფ) შეთანხმებით სამეგრელოში დაიწყო ჩემპიონატი ლელოსა და 7-კაცა რაგბში

ჩვენი ეროვნული საუნჯე – ლელო თანდათან ხდება პოპულარული. მორაგბეები სამართლიანად თვლიან ლელოს უფროსს ძმად, ხოლო 7-კაცა რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი

სამეგრელოს ჩემპიონატში მონაწილეობს ორ ჯგუფად დაყოფილი 8 გუნდი: სენაკი, ხობი, მარტვილი, აბაშა – ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ფოთი

სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში გაიმართა პირველი ტურის მატჩები; ლელოში მარტვილმა მოუგო სენაკს 6:3, რაგბში კი სენაკმა 19:7 იმარჯვახობმა აბაშა ლელოში 8:1, ხოლო რაგბში 31:5 დაამარცხა

შეჯიბრება სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის (თავმჯდომარე დავით კილასონია), რეგიონის რაგბის კავშირის (თავმჯდომარე გაიოზ მონიავა) და სენაკის სასპორტო გაერთიანების (დირექტორი ელგუჯა კვაშილავა) ხელშეწყობით გაიმართა

ტურნირს ესწრებოდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლელოს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა, მარტვილის გამგებელმა, ცნობილმა ვეტერანმა ლელოელმა და მორაგბემ ალექსანდრე გრიგალავამ

6/06   აბაშაში 5 ივნისს მოეწყო სამეგრელოს ჩემპიონატის მეორე ტური:

ლელო    ხობი 8:4 მარტვილი, სენაკი 9:0 აბაშა
7’კაცა რაგბი   
მარტვილი 15:5 ხობი, სენაკი 32:0 აბაშა

მონაწილეებს ძაან მოსწონთ ორივე თამაში - ქართულიცა და ოლიმპიურიც, ორმაგად იტვირთებიან,  ხალისობენ მრავალ’ფეროვნებით და ერთში ძლეულნი, რევანშს მეორეში ეშურებიან.  ამით ორივე, მონათესავე სპორტის საქმე კეთდება: ერთი პირობა მივიწყებული ლელო თანდათან იბრუნებს პოზიციებს, სხარტი 7’კაცა კი ზედ’გამოჭრილია რეგიონისთვის, სადაც ერთობ ჭირს პირველი და მეორე ხაზების მორკინალთა მოძიება

იხილეთ გალერეაც

2016  *  ლელო თავდაცვის სამინისტროში

1/05   ისტორიულად, ქართველი მეომრები ბრძოლის წინ თამაშობდენ ლელოს.  უკვე რამდენიმე წელია, იმართება საქართველოს შეიარაღებულ ძალთა სამხედრო ბრიგადების ჩემპიონატი მინი, 6-კაცა ლელოში

აღდგომის წინა დღეებში მოეწყო შეჯიბრი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა.  ფინალში ქუთაისის მე-3 ბრიგადამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა სენაკის მე-2 ბრიგადა 5;3, მესამე ადგილზე კი გორის ბრიგადა გავიდა

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასითა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს: გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით კილასონიამ

იხილეთ გალერეა და თავდაცვის სამინისტროს ფეის’ბუქი

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

21/04 @ 2017