საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

 

2018  *  ლელოს აღიარება!

 

ლელო სკოლებსა და სოფლებში

27/04   სენაკის რესურს-ცენტრში ლელოს ფედერაცია შეხვდა ქალაქის საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლებს.  გადაწყდა საჩვენებელი თამაშის გამართვა, რათა ლელო სკოლებში "ფართოდ დაინერგოს".

სენაკში, ლელოს ფედერაციის ოფისში, გაიმართა შეხვედრა ფედერაციისა და ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობისა და სამტრედიის მერიათა და საკრებულოთა წარმომადგენლებთან.  შემუშავდა ერთობლივი პროექტი ამ რაიონებში "ლელოს შემდგომი განვითარებისა და სკოლებისა და სოფლების პირველობათა ჩატარების მიზნით".

ჯვარცმის მინდორზე

10/04   ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო ლელო, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, აგერ უკვე საუკუნე-ნახევარია, ტრადიციულად იმართება.  ბურთაობა ჯვარცმის მინდორზე ტარდება.  თამაშში მონაწილეობს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთივე სოფელი.  წელს ლელოს გამარჯვებული ნაბაკევი გახდა.

ლელო კარგა ხანია, სახალხო დღესასწაულად იქცა.  მას სათავე თავადმა მიქელაძეებმა დაუდეს.  დღესვე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ძველი თაობის ლელოს მოთამაშეთა მემორიალი.  ლელო-ბურთს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მერმა გამარჯვებულებს წარმატება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ტრადიციულად, შუხუთში

9/04   აღდგომას სოფელ შუხუთში გაიმართა ტრადიციული ლელო, რომელსაც დაესწრო სლფ-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია.  მან სამახსოვრო თასით დააჯილდოვა გამარჯვებული გუნდი, შეხვდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ტაბიძეს.

შედგა მოლაპარკება თხილის წარმოების კოოპერატივის თავმჯდომარესთან, ლია მუხაშავრიასთან.  გადაწყდა, რომ ლანჩხუთში ჩატარდეს სოფლების პირველობა. ვეტერანმა ლელოელებმა სლფ-ის ვიცე-პრეზიდენტს ფედერაციისათვის ძღვნად გადასცეს უნიკალური ჯიშის კაკლის ნერგები.

სახალისო სტარტები სენაკში

30/03   სენაკში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სასულიერო სკოლა-გიმნაზიაში, რომლის დამფუძნებელიცაა საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის თანა-მოსაყდრე მეუფე შიო, ჩატარდა "სახალისო სტარტები" IV კლასელებებისთვის. 

პროგრამაში სხვა ნომრებთან ერთად შეტანილი იყო ლელოს თამაშიც.  სლფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დავით კილასონიამ მონაწილენი დააჯილდოვა ფედერაციის სიგელებით და ლელოს ბურთიც გადასცა საჩუქრად.

იხილეთ გალერეაც

ფედერაციის აღიარება

12/01_2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ

აღიარა

საქართველოს ლელოს ფედერაცია (სლფ | სკ 405016977)

 

საქართველოს ლელოს ფედერაციას!

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ განიხილა ორგანიზაცია "საქართველოს ლელოს ფედერაციის" განაცხადი და მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის სამინისტროს მიერ აღიარების შესახებ, რაც დამტკიცდა მინისტრის
2018 წლის 1 თებერვლის # 03/28 ბრძანებით.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში საბუთები ჩაბარებულია.

 

2017  *  ლელოს ახალი განზომილება!

 მოვლენები:    ფოთი ჩემპიონია! * სამი ფინალისტი ცნობილია * ლელოს მარტვილობა * რაგბის ჭაბუკთა მსოფლიო პირველობა * ლიდერი გამოიკვეთა * ჩემპიონატი დაიწყო * ყველა შედეგი + ცხრილი

სრულად >> 2017 წლის არქივში

 

2016  *  ლელო ქართული რაგბია!

20 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში მოეწყო  პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დიპლომებისა და სპეციალური პრიზების გადაცემის ცერემონიალი.  პრეზენტაციაზე მიწვეული იყო საქართველოს ლელოს ფედერაცია -
ვახტანგ კაპანაძე, გიორგი სურმავა, დავით კილასონია და გაიოზ მონიავა

 მოვლენები:    ლელოს ფედერაცია ოლიმპიურ კომიტეტში * შობა-ახალი წლის ფესტივალი * დავით კილასონია – სენაკის საპატიო მოქალაქე * სენაკში მუზეუმი გაიხსნა * გარდაიცვალა ჯემალ ჯიმშელეიშვილი * ფოთი სამეგრელოს ჩემპიონია * ოლიმპიური დღე * სამეგრელოს ჩემპიონატი * ლელო თავდაცვის სამინისტროში

სრულად >> 2016 წლის არქივში

2015  *  განვავითაროთ ლელო!

10 იანვარს სპორტის სამინისტროში მოეწყო ფედერაციის საანგარიშო კონფერენცია.

 

გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დავით კილასონია.

კამათში მონაწილეობდნენ ალექსანდრე გრიგალავა, თამაზ თევზაძე, გიორგი გორგოძე, თემურ ქურციკიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ვახტანგ კაპანაძე, ლექსო გუგავა.

გამოითქვა საგულისხმო მოსაზრებანი და დაისახა სამოქმედო გეგმა.

 მოვლენები:    ხონი ჯარის ჩემპიონია! * ტრადიციად დადგინდება * ფინალი ცოტნეობაზე * გუთური ჩოხატაურის ჩემპიონია * სენაკის პირველობა ლელოში * სამეგრელოში ლელოს გუნდები მომრავლდნენ * ისტორიაში პირველად, მარტვილში * 26 მაისის თასი * ლელო და რაგბი ზუგდიდში * ღამის ლელო ილორში * ლელო ჩხოროწყუში *  სეზონი გაიხსნა

სრულად >> 2015 წლის არქივში

მოზარდი ლელოელები

სენაკის სასულიერო სკოლა

მარტვილი

ხობი

2014  *  ლელო დაიწყო!

შემოდგომაზე გაზეთმა "ჩვენმა თამაშმა" ლელოს პრომო გვერდები მიუძღვნა

ვიდეოთეკას დაემატა ჯარის პირველობის ფინალი მინი-ლელოში @ ოპერატორი გია ჯავახიშვილი

ამიერიდან გაეცანით დავით კილასონიას მიერ მოწოდებულ ახალ ამბებს

9 ივლისს ლელომ ხრიდოლთან, ხმალაობასთან, კოლხურ ცურვასთან და ცხენბურთ-ისინდთან ერთად დააფუძნა "სპორტის ეროვნულ სახეობათა კონფედერაცია"

10 აპრილს დავით კილასონიამ სენაკში გადაიღო ლელოს დაწყებითი სასწავლო კურსი 

სრულად >> 2014 წლის არქივში

2013  *  ავაღორძინოთ ლელო!

ქართული ეროვნული ბურთაობა - ლელო - საბჭოთა ეპოქის შემდეგ კარგა ხანს მივიწყებული იყო: აღდგომაზე მხოლოდ ლანჩხუთი - შუხუთის ლიანგური თამაშობა იმართებოდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, გამოჩენილმა მორაგბეებმა - დავით კილასონიამ და ალეკო გრიგალავამ სამეგრელოდან დაიწყეს "სპორტული ლელოს" აღორძინება.

მათი თაოსნობით ლელო სენაკისა და მარტვილის სკოლებში დაინერგა, მოეწყო რამდენიმე შეჯიბრიც, 16 მარტს კი სპორტის სამინისტროში შეიკრიბა აქტივი და დააფუძნა "ლელოს ფედერაცია", რომელსაც ასევე ძველი მორაგბეები და ცნობილი სამხედროები, ვახტანგ კაპანაძე და გიორგი სურმავა უთავკაცებენ.

ახალ ფედერაციას დიდი გეგმები აქვს: უნდა ჩამოაყალიბოს XXI საუკუნის შესაფერი წესები, განავითაროს ტაქტიკა, შექმნას სახელმძღვანელო და ლელოს გათანამედროვებული ვარიანტი შეიტანოს და გაავრცელოს ჯარში,  პოლიციაში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა და რაგბის კლუბებში. 

ამას დიდი ძალის-ხმევა დაჭირდება, მაგრამ რაკი ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ფიზიკური აღზრდის სისტემის საფუძველიც ეროვნული უნდა იყოს. საამისოდ აქტივს საუკეთესო არჩევანად მიაჩნია ლელო, რაიც სხვა არაფერია, თუ არა რაგბის ჩვენებური ანალოგი და ბორჯღალოსანთა წარმატებების უპირველესი საწინდარი. 

2013 წლის პირველი ნაბიჯები

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

4/06 @ 2018

www.000webhost.com